საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რამაზ ნიკოლაიშვილი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ევროპარლამენტის არჩევნებს ესწრებოდა

26 მაისი 2019
რამაზ ნიკოლაიშვილი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ევროპარლამენტის არჩევნებს ესწრებოდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში იმყოფება, სადაც ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა.

ბულგარეთი 318 პრეტენდენტიდან 17 ევროპარლამენტარს ირჩევს. ისინი ქვეყანას ევროპის პარლამენტში წარმოადგენენ. არჩევნები ელექტრონული სისტემით ტარდება.

ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილმა შეხვედრა გამართა სრულიად ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტესთან. ასევე, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან.