საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რამაზ ნიკოლაიშვილმა სტამბოლში გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 18 იანვარი 2023
რამაზ ნიკოლაიშვილმა სტამბოლში გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა 17 იანვარს, ქალაქ სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) მუდმივმოქმედი კომიტეტისა და ასამბლეის რეგლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.


სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ასამბლეის სხვადასხვა ეროვნული დელეგაციების მიერ.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ეროვნული დელეგაციის მიერ წარდგენილი არც ერთი ცვლილება არ მიიღეს.


მუდმივმოქმედ კომიტეტზე განიხილეს ასამბლეის სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის ის ღონისძიებები, რომლებიც 2023 წელს ჩატარდება.


​მიმდინარე წელს ასამბლეას დაარსებიდან 30 წელი უსრულდება.