საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რატი იონათამიშვილი სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 მაისი 2026
რატი იონათამიშვილი სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა.

რატი იონათამიშვილი სტუდენტებს კომიტეტის უფლებამოსილებაზე ესაუბრა, მათ შორის: საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობაზე კონტროლის უზრუნველყოფაზე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის განხილვის პროცედურაზე და ანგარიშის საფუძველზე პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგზე. 

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა: საქართველოს კონსტიტუციაზე, შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ კანონზე, ბავშვის უფლებათა კოდექსზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებზე. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.


​რატი იონათამიშვილმა სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრების კითხვებს უპასუხა, მათ შორის,  ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ქალთა უფლებები, პატიმართა უფლებები და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.