საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ, მთის კანონის მიღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 08 თებერვალი 2015
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ, მთის კანონის მიღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ, მთის კანონის მიღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე საუბარი მთის კანონთან დაკავშირებულ ასპექტებს, მიგრაციულ პროცესებს, გადასახადების შემცირებას და მათ გაუქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა პედაგოგების და ექიმებისთვის ხელფასების გაზრდის, მაღალმთიან სოფლებში სკოლების შენარჩუნების და მათი რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე. მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების განსაზღვრის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ აღნიშნა, რომ მთის კანონის მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება და ამასთან დაკავშირებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს აქტიური დისკუსიისთვის და თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა.

შეხვედრას პარლამენტის წევრები: ზურაბ ტყემალაძე, გიორგი თოფაძე, ნოდარ ებანოიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბული, საქართველოს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.