საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის World Vision Georgia-ს წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 05 Sep 2017
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის World Vision Georgia-ს წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციის World Vision Georgia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე World Vision Georgia-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა - პროექტის მენეჯერმა ეკა გურგენაძემ და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერმა ნინო ლომიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ბავშვთა დაცვის, ახალგაზრდობის გაძლიერებისა და თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის კუთხით, ადგილობრივ დონეზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ World Vision Georgia-ს საქართველოს ოფისი ქვეყნის ოთხ გეოგრაფიულ რეგიონში: იმერეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და თბილისში ახორციელებს საქმიანობას. ორგანიზაციის რეგიონული პროექტები სამხარეო განვითარების პროგრამის სახელით არის ცნობილი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და World Vision Georgia-ს საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

„შევხვდით World Vision Georgia-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელებს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და სოციალური სიდუხჭირის დასაძლევად, მონაწილეობს ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის განხორციელებაში. ჩვენ შევთავაზეთ და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ჩართულიყვნენ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში, ბავშვთა და ახალგაზრდობის მიმართულებით. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. უახლოეს დღეებში გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს უფრო აქტიურად ჩავერთოთ ამ პროგრამებში და ხელი შევუწყოთ საკანონმდებლო დონეზე ამ პროცესების განვითარებას და გაღრმავებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა.