საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რომან გოცირიძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 18 Sep 2023
რომან გოცირიძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განსახორციელებელ რეფორმებზე.
 
საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და „ევროოპტიმისტების” სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს.
 
ხაზი გაესვა „ევროოპტიმისტების” მიერ ბოლო პერიოდში წარდგენილ კანონპროექტებსაც.