საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია

მედია და საზოგადოება 29 ივლისი 2013
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ის ახალი მოდელი გააცნო, რომლის ინიცირებასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხვალისთვის აპირებს. როგორც დეპუტატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 პოლიტიკური პარტია ფინანსდება. „აქედან 7 საპარლამენტო პარტიაა, რომ

ელთაგან 6 კოალიციაშია გაერთიანებული, ხოლო 1 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. დანარჩენი 7 კი კვალიფიციური სუბიექტია. ესენია: „ახალი მემარჯვენეები“, „საქართველოს გზა“, ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ევროპელი დემოკრატები“ და კობა დავითაშვილის „ხალხის პარტია“, - განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულ 14 პარტიას კიდევ ის ოთხი პარტია დაემატება, რომელსაც საპარლამენტო და და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერი გადალახული არ აქვთ. ასეთებია: „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ლეიბორისტული პარტია“, „თავისუფალი საქართველო“ და „ქართული დასი“. ეს პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ. ერთჯერად დაფინანსებას ასევე მიიღებენ : „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“, -- განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი განმარტებით, დაფინანსების შემოთავაზებული პრინციპის მიხედვით, შვიდი საპარლამენტო პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს დამატებით 300-300 ათას ლარს. ხოლო შვიდი არასაპარლამენტო პარტიიდან თითოეული, რომელმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა ცალ-ცალკე, 150-150 ათას ლარს. გარდა ამისა, საბაზისო დაფინანსება გაეზრდება თოთხმეტივე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს.
„ამით, თემა პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით დახურულად ცხადდება“, - განაცხადა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა. მისივე განმარტებით, შვიდი საპარლამენტო პარტიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი, ხოლო შვიდი არასაპარლამენტო პარტიისთვის 1 მილიონ 50 ათასი ლარი გამოიყოფა. ერთჯერად დაფინანსებას – 150-150 ათას ლარს კი 4 ე.წ. არაკვალიფიციური სუბიექტი მიიღებს.