საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის შეხვედრა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან

მედია და საზოგადოება 21 ივნისი 2013
საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის შეხვედრა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და კომიტეტის წევრები დღეს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მათივე თხოვნით შეხვდნენ.
საუბარი შეეხო არაალკოჰოლური სასმელებზე სპეციალური ინფორმაციული მარკირების შემოღების საკითხს. წინ მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ არაალკოჰოლური სასმელებისთვის შემოღებულიყო ისეთივე რეჟიმი, როგორშიც ალკოჰოლური სასმელებია მოქცეული. კერძოდ, მათზეც შემოღებულიყო ინფორმაციური მარკირება.
დავით ონოფრიშვილის განცხადებით, აღნიშნული, თავისთავად არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღებას  გამოიწვევს, რაც თავისთავად პროდუქციის ფასზეც იმოქმედებს.
„სპეციალური ინფორმაციული მარკირება მნიშვნელოვანია ერთი მხრივ აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მეორე მხრივ ფალსიფიკაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა ეს ნაწილობრივ პროდუქციის ფასსაც გააძვირებს. ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ, თუმცა ორივე მხრიდან, როგორც მთავრობის, ასევე არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან  მეტი ციფრები და არგუმენტები გვესაჭიროება“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული, დღევანდელი შეხვედრა კი ინფორმაციული ხასიათის იყო.