საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გოგი მეშველიანი აირჩიეს

მედია და საზოგადოება 08 თებერვალი 2022
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გოგი მეშველიანი აირჩიეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, გოგი მეშველიანი აირჩია.

 

კანდიდატურა, საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

 

კომიტეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის ბიუროს აცნობებს.