
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილე ანი მიროტაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა.
ანი მიროტაძემ სტუდენტებს კომიტეტის შემადგენლობა და ფუნქციები გააცნო. მან ისაუბრა საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე, პარლამენტის მიერ მიღებული საგარეო კურსის შესახებ დოკუმენტზე, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. კითხვები ეხებოდა საქართველოსა და ნატოს, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს, უკრაინის კრიზისს და მის გავლენას საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციაზე. ,,საქართველო იყო და არის ევროპულ გზაზე და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტრურების წევრი“-აღნიშნა ანი მიროტაძემ. მან ასევე ისაუბრა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე და საქართველოსთვის ევროპული ბაზრის მნიშვნელობაზე.