საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საკანონმდებლო ორგანომ გიორგი ცაგარეიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 26 ივნისი 2024
საკანონმდებლო ორგანომ გიორგი ცაგარეიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ გიორგი ცაგარეიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 76 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.

გიორგი ცაგარეიშვილი საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და რამდენადაც ეს თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან დღის წესრიგში დადგა მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.