საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია

პლენარული სხდომები 25 ნოემბერი 2024
საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია

მე-11 მოწვევის პარლამენტმა პირველ სხდომაზე 16 კომიტეტის თავმჯდომარე აირჩია.


დეპუტატებმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გელა სამხარაულს დაუჭირეს მხარი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გივი მიქანაძე აირჩიეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მაია ბითაძეს დაუჭირეს მხარი;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - ირაკლი ზარქუა;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - ლევან მახაშვილი;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს - ალექსანდრე ტაბატაძე;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - გიორგი კახიანი;

კულტურის კომიტეტს - გიორგი გაბუნია;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს - ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - ნიკოლოზ სამხარაძე.


რაც შეეხება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით მათიკაშვილი აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ კი პაატა კვიჟინაძეს დაუჭირეს მხარი.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა კი ზაზა ლომინაძემ დაიკავა.


როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს, შემდეგ კი მას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ.


იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას კი პარლამენტის ახალი წევრი არჩილ გორდულაძე დაიკავებს.