
საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ ვოლფგანგ სობოტკამ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების წახალისებას, პოლიტიკისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ინტერესის გაღვივებას, დემოკრატიული პრინციპების და პარლამენტის შესახებ ცოდნის გაღრმავებას ითვალისწინებს. დღეს გაფორმებული თანამშრომლობის დოკუმენტის საფუძველზე დაფუძნდება სპეციალური პროგრამები ორივე პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობით და ავსტრიის პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდება.