
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, გაუქმდა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა.
შესაბამისი ცვლილება შევიდა ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში.
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.