საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

აპარატი 28 ოქტომბერი 2025
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.


სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტით (მისამართი: [email protected]).


პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე. სტაჟირების მიზანია სტაჟიორისათვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიცემა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.


დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (https://parliament.ge/internships)