ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების აპარატის უფროსების ქსელის ხელმღვანელმა ქეთევან კვინიკაძემ ევროპარლამენტის აპარატის უფროსთან, კლაუს ველესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კოლეგებმა იმსჯელეს ევროპარლამენტთან რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, განიხილეს ქსელის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებების განრიგი და ფორმატი.
„ასოცირებული ქვეყნების პარლამენტების მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა კლაუს ველემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.