
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობისა და ეთნიკურ უმცირესობათა მდგომარეობის საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა თორდიამ და პარლამენტის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის მონიტორებთან შეხვედრისას.
სტუმრები დაინტერესდნენ ასევე ქალთა უფლებების დაცვის და ბოშა მოსახლეობის უფლებებისა და მათი რეალიზაციის შესაძლებლობის საკითხებით, რაზეც მასპინძლებისგან ამომწურავი ინფორმაციები მიიღეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა წამოჭრილ საკითთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ და ამ კანონების ევროსაბჭოს მოთხოვნების შესაბამისად საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე, რომელიც 2006 წლიდან მიმდინარეობს.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ევროსაბჭოს მონიტორები თავიანთ დასკვნებსა და რეკომენდაციებს ერთი თვის ვადაში გადმოუგზავნიან საქართველოს პარლამენტს.