საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის წევრები რუსთავში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 19 თებერვალი 2024
საქართველოს პარლამენტის წევრები რუსთავში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ირაკლი შატაკიშვილი და ისკო დასენი რუსთავში, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში. კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტები და მოისმინა მათგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების მიზნით.

 

თავის მხრივ, ქალაქ რუსთავის მერმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრეს რეგიონში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაძლიერების შესაძლებლობებზე და ინიციატივებზე.

 

შეხვედრა გაიმართა მონაწილე პარლამენტის წევრების, რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის მხარდაჭერით.