საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის მორიგი შეხვედრა სოფელ კარტიკამის მოსახლეობასა და „ახალქალაქის ბანაკი 2019“-ის ბავშვებთან

მაჟორიტარი დეპუტატები 28 აგვისტო 2019
საქართველოს პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის მორიგი შეხვედრა სოფელ კარტიკამის მოსახლეობასა და „ახალქალაქის ბანაკი 2019“-ის ბავშვებთან

საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის მოსახლეობას შეხვდა. მოისმინეს მათთვის მნიშნელოვანი საკითხები, რომელებიც აწუხებდა მოსახლეობას.

შეხვედრამ თავის მიზანს მიაღწია და ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე მოგვარდა ყველა პრობლემა.

შეხვედრა გამორჩეოდა გულწრფელი და გულახდილი საუბრით და იყო საქმეზე ორიენტირებული.

უკან დაბრუნებისას ასევე მოინახულეს „ახალქალაქის ბანაკი 2019“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს.

ბავშვებს ძალიან გაუხარდათ და კმაყოფილი დარჩნენ სტუმრების ნახვით. ხელმძღვანელი პირები გაეცნენ ბანაკის რეჟიმს, ესაუბრნენ ბავშვებს, მოისმინეს მათი სურვილები და წინადადებები ბანაკის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით.
ბავშვებმა გაუზიარეს ბანაკში თავიანთი მიღწევები და შთაბეჭდილებები.

პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელბს, ბავშვებს აძლევს დამატებით სტიმულს, რათა იყონ უფრო აქტიურები და წარმატებულებები.

აღნიშნულმა ეფექტურმა და სასიამოვნო შეხვედრამ შექმნა კარგი გარემო და კეთილგანწყობა ბანაკის მონაწილეებში.
მათი ერთადერთი სურვილი იყო, ბანაკის უფრო დიდი ხნით გახანგრძლივება.