
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა, მთავარ პროკურატურას 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, მისი მოწმის სტატუსით დაკითხვის წინადადებით მიმართა. „მე ვარ 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილე, ამასთან, ერთადერთი დეპუტატი. მე ვიქნები ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმ პროცესებისა, რომლების 26 მაისს აქციის დარბევის დროს განვითარდა“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
დეპუტატმა პრესკონფერენცია 26 მაისის აქციაზე დაზარალებულ ელგუჯა სულაქველიძესთან ერთად გამართა.