
ევროპულ ღირებულებებზე, სამართლიანობაზე , განათლების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების პიროვნულ თავისუფლებაზე, ასევე არჩევანის თავისუფლებასა და სოციალურ ღირებულებებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა ქუთაისის ახალგაზრდული საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. დეპუტატმა უპასუხა ახალგაზრდების მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან შეკითხვებს. სტუმრებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს.