საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი გერმანიაში

11 ივლისი 2018
საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი გერმანიაში

საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი, PABSEC-ის გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიას დაესწრო. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე PABSEC-ს მიენიჭა აღნიშნულ ასამბლეაში სადამკვირვებლო სტატუსი.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის, გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერთან. რამაზ ნიკოლაიშვილი ასევე დაესწრო ასამბლეის სესიაზე აბრეშუმის გზის პროექტის განხილვას.