
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
სამთავრობო პროგრამის განხორციელების ანგარიში 2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და საქართველოს მთავრობის პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს ასახავს.
ანგარიში ეფუძნება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე განსაზღვრულ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და წარმოაჩენს შესაბამის პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებსა და პროგრესს.
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
კითხვა-პასუხის ფორმატის დასრულების შემდეგ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოხსენებას ესწრებოდნენ: უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III და საპატრიარქოს წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი და სახალხო დამცველი.