საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სალომე ქურასბედიანი ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

მედია და საზოგადოება 14 სექტემბერი 2023
სალომე ქურასბედიანი ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრს, პეტრ ჰლადიკს, საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს და ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
 
შეხვედრაზე მიმოიხილეს ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში გარემოსდაცვით სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს ქიმიური ნივთიერებებისა და ნაერთების შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული საკითხები, ყურადღება გამახვილდა პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული წყლის რესურსების კანონის იმპლემენტაციის თაობაზე, დაცული ტერიტორიებისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე.
 
„სტუმრებთან ვისაუბრეთ გარემოს დაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, აგრეთვე მათ გავაცანით საქართველოს მიერ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროგრესი და ის საკითხები, რომლებზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ის მიმართულებები, რომლებშიც შესაძლებელია ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება - იქნება ეს ნარჩენების, წყლის რესურსების, ქიმიური ნივთიერებების მართვა თუ ჰიდროლოგიური, გეოლოგიური რისკების შეფასება. სტუმრებს ასევე მადლობა გადავუხადე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გამოხატული მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა შეხვედრის შემდეგ.