საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სალომე ქურასბედიანი დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 29 მარტი 2024
სალომე ქურასბედიანი დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობას, გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს, გენდერულ თანასწორობას, ქალთა მიმართ ძალადობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მიგრაციულ პროცესებს და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.


​„მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ მეტი და მეტი ახალგაზრდა იყოს დაინტერესებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, რადგან საზოგადოების ჩართულობა უფრო მეტად აჯანსაღებს პოლიტიკურ ველსაც და ზოგადად, ხელს უწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას“, - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.