საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სალომე ქურასბედიანი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მდგრადი ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორს შეხვდა

მედია და საზოგადოება 21 ნოემბერი 2023
სალომე ქურასბედიანი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მდგრადი ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორს დარიო ლიგუტის შეხვდა.


შეხვედრაზე დეკარბონიზაციის შესახებ ისაუბრეს.


სტუმარმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ტრენინგების სახით სხვადასხვა დაინტერესებული უწყებებისთვის ხორციელდება.


საუბარი ასევე შეეხო ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაციის საკითხს.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წიაღის ეროვნული სააგენტო მინერალური რესურსების შესახებ კოდექსზე მუშაობს.


ამ პროცესში გასათვალისწინებელი იქნება ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია და მეთოდოლოგია, რომლის დანერგვა საერთაშორისო დონეზე ხდება.


შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. როგორც სალომე ქურასბედიანმა აღნიშნა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია აქტიურად უჭერდა მხარს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებას, რისთვისაც კიდევ ერთხელ გამოხატა მადლობა და მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.


​შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერი იგორ ლიტვინიუკი და რეგიონული მრჩეველი ოლეგ ძიუბინსკი.