საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სალომე ქურასბედიანი საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 12 აპრილი 2024
სალომე ქურასბედიანი საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი სალომე ქურასბედიანი საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა.

 

სტუდენტები დაინტერესდნენ გარემოს დაცვის საკითხებით და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით. ისაუბრეს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტზე”, რომელიც ახლა მუშავდება და პარლამენტი ახლო მომავალში დაიწყებს მის განხილვას. ახალგაზრდები ასევე დაინტერესდნენ „წყლის რესურსების მართვის“ შესახებ კანონით, რომელთან დაკავშირებითაც დეპუტატმა სტუდენტებს განუმარტა, რომ წყლის რესურსების სწორ მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის და რომ ეს საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება იყო.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ნარჩენების მართვის კოდექსს“ და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ისაუბრეს სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების განვითარებასა და ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ შედეგებზე.

 

სტუდენტებმა კითხვები დასვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. სალომე ქურასბედიანმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.