
პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს. ისაუბრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. ახალგაზრდები დაინტერესდნენ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ მიმართულებით.
სტუდენტური პარლამენტის წევრები ასევე დაინტერესდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესებით. სალომე ქურასბედიანმა სტუდენტების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.