საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2026
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს შეხვდა.


შეხვედრაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შედეგები და 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები განიხილეს.


გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2025 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ და ბიუჯეტის შემოსავლების მაღალმა მაჩვენებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მიერ გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული ბიზნესსექტორი, იზრდება ეკონომიკური აქტივობა და ძლიერდება მუნიციპალიტეტების ფინანსური შესაძლებლობები, რაც ქვეყნის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.
შეხვედრაზე ასევე, იმსჯელეს 2026 წლის ეკონომიკურ და ფისკალურ პრიორიტეტებზე.


გიორგი კაკაურიძის შეფასებით, არსებული პოზიტიური ტენდენციები მყარ საფუძველს ქმნის შიდა რესურსების კიდევ უფრო ეფექტიანად ათვისებისთვის.


პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ბიუჯეტიდან აუთვისებელი სახსრების ეფექტური გადანაწილება, რასთან დაკავშირებითაც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღინიშნა, რომ ეს რესურსი სავარაუდოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართულებით წარიმართება, რადგან ამ ეტაპზე, სწორედ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სოციალური მხარდაჭერის საჭიროებებია ყველაზე მეტად გამოკვეთილი.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პოლიტიკური ჯგუფის წევრმა ილია ინჯიამ განაცხადა, ეკონომიკური სტაბილურობისა და პასუხისმგებლიანი საბიუჯეტო პოლიტიკის შენარჩუნება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.