საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 10 Apr 2024
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ირაკლი ბერაიამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიკავა თანამდებობა, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ირაკლი ბერაიას ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტმა შეიმუშავა დასკვნა, რომელსაც პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.