საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 04 Sep 2023
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ქეთევან დუმბაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქეთევან დუმბაძე აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც შეუთავსებელია პარლამენტის წევრის თანამდებობასთან. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქეთევან დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

 

კომიტეტმა წარმოდგენილ დასკვნას მხარი დაუჭირა.