საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 25 მაისი 2021
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მარიამ ქვრივიშვილსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანების შესაბამისად, პარლამენტის წევრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, აღნიშნული თანამდებობები ურთიერთშეუთავსებელია.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკითხს.