საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

მედია და საზოგადოება 17 ივლისი 2026
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში - 2026 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება თანამდებობის პირის სხდომაზე მოწვევის შესახებ. ასევე, არც ერთ ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე, სავალდებულო წესით, თანამდებობის პირის დასწრება.

მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში, პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს არ მიუმართავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტისთვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შესწავლის შედეგებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, აგრეთვე, უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებას.

დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილება შეიტანეს.

როგორც დავით მათიკაშვილმა განაცხადა, დებულებაში ცვლილება, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა.