საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

„სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა საქართველოში“

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 01 მაისი 2023

პარლამენტის წევრმა, ანა წითლიძემ  მოამზადა ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვას. ანგარიშის მიზანია ხელი შეუწყოს სასკოლო კვების პროგრამის  შემუშავებასა და დანერგვას  განათლების სისტემაში.  ანგარიშში მოცემულია სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით საქართველოს ზოგადი განათლების სისტემისა და დაკავშირებულ  სფეროებში არსებული სიტუაციის ანალიზი.

 

ანგარიშში მოყვანილია პროგრამის დანერგვისათვის გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები, შეფასებულია სკოლებში არსებული მდგომარეობა, მოყვანილია პრობლემის გადაჭრის გზები, გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები და ასევე შემუშავდა მოდელი, რომელიც ხელსაყრელია პირველ ეტაპზე სასკოლო კვების დასანერგად.

 

ანგარიში მომზადდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით, თემატური მომხსენებლის (რაპორტერის) ინსტიტუტის დანერგვის კომპონენტის ფარგლებში. 

  • ანგარიში - სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა საქართველოში