საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

თავმჯდომარე 06 აგვისტო 2024
შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის წევრები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.


სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.


პარლამენტის წევრებმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრეს. სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.


16 იდენტიფიცირებული პირიდან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.


​4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.