საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა პაპუაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

თავმჯდომარე 22 ივლისი 2022
შალვა პაპუაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხულისლამ ალაჰშუქიურ ფაშაზადეს შეხვდა.


შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.


პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ინტეგრაციას საზოგადოებაში.


მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.


​შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს რეგიონში დიალოგის ხელშეწყობა.