საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს შეხვდა

თავმჯდომარე 05 დეკემბერი 2022
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს ვერა ბერგკამპსა და იან ბრუინს შეხვდა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.


ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, სექტორული კომიტეტების დონეზე.


შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნიდერლანდების მხარის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დაძმობილების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და ფისკალური მმართველობის გაძლიერებას.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰოლანდიურ მხარეს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო.


წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტები მიესალმნენ საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის წევრობისკენ მიმართულ გზაზე და ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა გამოხატეს.


მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და მისი ნეგატიური შედეგები; აგრეთვე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე განვითარებები.


​საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.