საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას დღეს ეწვევა

თავმჯდომარე 05 აპრილი 2022
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას დღეს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 5-6 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართავს.

 

დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.