საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში, საზეიმო წირვაზე, ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო.
სვეტიცხოვლის ტაძარში, საზეიმო წირვაზე, ახალარჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა.
ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას ასევე დაესწრნენ: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.