საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

თავმჯდომარე 15 სექტემბერი 2022
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.


მხარეებმა საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დადებით დინამიკას და მეგობრობის ჯგუფებსა და კომიტეტებს შორის აქტიურ კავშირებს.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე.


შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და ამ კუთხით, საქართველოს ძალისხმევაზე.


ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ქაან ორბაის საქმიანობაში წარმატება უსურვა.