საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა

მედია და საზოგადოება 30 Jun 2023
შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 სთ-დან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.


​რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:

• „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები,

• „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით,

• „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,

• „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,

• „თავდაცვის კოდექსი“ მე-2 მოსმენით.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე