
გაიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა.
დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ერთი საკითხი იყო - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე სულხან მახათაძის კანდიდატურას კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ნინო წილოსანმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილ პირველ მოადგილეს ზაზა ხუციშვილს, რომელმაც უმრავლესობიდან გასვლის გამო დატოვა ეს თანამდებობა, მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მისივე განცხადებით, კომიტეტი მომავალ წელსაც აქტიურ საქმიანობას გააგრძელებს და განსაკუთრებულ ყურადღებას იმ საკითხების გადაწყვეტაზე გაამახვილებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნისათვის გარემოს დაცვის კუთხით.