პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩარკვიანი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს, მარიუშ პიეტერზაკს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებას და ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის თემას შეეხო.
თაკო ჩარკვიანმა დიპლომატს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პატიმრობის შესახებ ესაუბრა.
„ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ლუკაშენკოს ანტისახელმწიფოებრივი დაპირისპირების გამო. ის დაუპირისპირდა პრაქტიკულად სრულიად დასავლეთის თანამეგობრობას, რომელსაც აღიარებული აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რამაც ყველა სახელმწიფოს შეშფოთება გამოიწვია. ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო მწვავე განცხადებებს, იმიტომ, რომ ეს იყო უპრეცედენტოდ სამარცხვინო საქციელი. ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილზე და ნიკა გვარამიაზე. თუ დეესკალიზაციაზე ვსაუბრობთ, უნდა შევეცადოთ, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავდეს ქვეყანას“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მხარეები სამომავლო ურთიერთობების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.