საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გზებს შეეხო. მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს.
თამარ ჩარკვიანი დიპლომატს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პატიმრობის შესახებ ესაუბრა.
„შეხვედრაზე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ვისაუბრეთ. გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები. მიხარია, რომ დასავლეთის ქვეყნები ზრუნავენ, ჩვენ აღმოვჩნდეთ დასავლური ოჯახის წევრები. დიპლომატს ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობაზე მივაწოდე ინფორმაცია და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბულგარეთი ელჩის მოადგილე ილია ნამჩევი.