საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თამარ ჩარკვიანი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 09 ნოემბერი 2022
თამარ ჩარკვიანი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი სტუდენტური პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს შეხვდა.


შეხვედრაზე ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების და მათი შესრულების გზებზე ისაუბრეს. განიხილეს დეოლიგარქიზაციის საკითხები და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები.


დეპუტატმა სტუდენტური პარლამენტის წევრებს სახელმწიფოს განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.


„სტუდენტებს გავაცანი ჩემი მოსაზრება დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.