საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თამარ ჩარკვიანმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2022
თამარ ჩარკვიანმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ონლაინ შეხვედრა გამართა
პარლამენტის წევრმა, თამარ ჩარკვიანმა ონლაინ შეხვედრა გამართა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან.
 
შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
 
„ანა ფოტიგას ყოველთვის ძალიან საინტერესო და სწორი პოზიცია აქვს. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რუსული „მანქანის“ შესახებ, რომელიც მრავალი წელია საქართველოს ებრძვის. გავიხსენე, როგორ შემოიჭრა და როგორი თავდასხმები მოგვიწყო აფხაზეთის ომის დროს 1992-1993 წლებსა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა. აღვნიშნე, რა ღირსეულად გადაიტანა და გაუძლო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს უმძიმეს დარტყმებს. ახლა ნახა და დაიჯერა მსოფლიომ, როგორ დამნაშავესთან გვქონდა საქმე რუსეთის სახით. ვესაუბრე ასევე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობაზე“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.