საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა

პლენარული სხდომები 30 დეკემბერი 2021
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა

პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

 

კანონპრექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსისა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში.

 

თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში - ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა.

 

კანონს დაემატა ტერმინი - „ბრენდის გაფართოება“.

 

დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება.