საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ ლონდონში კასპიის ენერგო უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 22 Nov 2023
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ ლონდონში კასპიის ენერგო უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ირაკლი ბერაიამ და ირაკლი ჩიქოვანმა კასპიის ენერგოუსაფრთხოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 21 ნოემბერს, ლონდონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


კონფერენციის თემატიკას წარმოადგენდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში; ენერგოუსაფრთხოების გამოწვევები, შესაძლო რეგიონული პასუხები და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები; მდგრად, ხელმისაწვდომ და უსაფრთხო ენერგიაზე გადასვლის გზები.


კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა და ყურადღება გაამახვილა რეგიონში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მზარდ როლზე, ენერგოდერეფნის შემდგომი განვითარების მიზნით ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მზარდ წარმატებულ თანამშრომლობაზე.