
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს იტალიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო:
„მინდა ჩემი თანაგრძნობა გამოვხატო დაღუპული ოჯახის წევრების და მათი ახლობლების მიმართ.
ამ რთულ პერიოდში საქართველო მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს იტალიის მთავრობას და იტალიელ ხალხს".