საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 28 მაისი 2021
თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდნენ

პარლამენტის წევრები თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშეს, ენტონი ბრუმველს შეხვდნენ.

 

„ვისაუბრეთ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, სასამართლო რეფორმასთან და ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. შევეხეთ საქართველო-ნატოს ურთიერთობებსაც. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოსთან არსებითი პაკეტის კონკრეტულ მიმართულებებს. განხილული იყო, ასევე ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

მისივე თქმით, საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსაც.

 

„ის მხარდაჭერა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი საქართველოს უწევს, მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებს ჩვენ პარლამენტში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყნაში დემოკრატიის დღის წესრიგი წინ იყოს წამოწეული“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.